---
title: Corporate Solutions
description: English courses and professional communication skills training for companies, government, NGOs and Education institutions
image: https://corporatesuccess.britishcouncil.org/hubfs/English%20for%20tech%20companies.jpg
---

## **მიაღწიეთ მეტ წარმატებას ბიზნესში ინგლისურის საშუალებით**

**ბრიტანეთის საბჭო არაკომერციული ორგანიზაციაა, **ამიტომ მიღებულ შემოსავალს კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში ვდებთ, მსოფლიოს მასშტაბით. ათწლეულების გამოცდილებით, 100-ზე მეტ ქვეყანაში, ჩვენ ვზრუნავთ მოვარგოთ ჩვენი მომსახურება კომპანიების, მთავრობებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უნიკალურ საჭიროებებზე.

#### სწრაფ ტემპში შესასრულებელი პროექტები ეფექტურ კომუნიკაციას საჭიროებს

ჩვენი მეთოდოლოგია  გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სწრაფ, მაგრამ კომპლექსურ კურსებს: ესენია ინგლისური ენის კურსები და პროფესიული კომუნიკაციის უნარები, რომლებიც სპეციალურად თქვენს სწრაფ და დინამიურ გარემოზეა მორგებული.

 

#### რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სწრაფი კურსები?

- **თქვენს საქმიანობაზე მორგებული: **ჩვენი კურსები სპეციალურად არის შექმნილი საქმიანობის სხვადასხვა სფეროს უნიკალური საჭიროებებზე, ინტეგრირებულია რა რეალურ მაგალითებსა და სცენარებთან, რომლებიც აქტუალურია თქვენი სწრაფი პროექტებისთვის.
- **სწრაფი და მოსახერხებელი სწავლება:** ჩვენი მოქნილი ფორმატები გთავაზობთ მოკლე, ეფექტურ გაკვეთილებს, რომლებიც მარტივად მოერგება თქვენი გუნდის დატვირთულ გრაფიკს.
- **დაუყოვნებელი გავლენა**: ჩვენი კურსები სწრაფად აუმჯობესებს ინგლისური ენის ფლობის დონეს და პროფესიული კომუნიკაციის უნარებს, რაც ზრდის პროდუქტიულობას და უწყობს ხელს გლობალურ თანამშრომლობას.

![BC-CES-Professional Skills_GE_1](https://corporatesuccess.britishcouncil.org/hs-fs/hubfs/BC-CES-Professional%20Skills_GE_1.png?width=1706&height=960&name=BC-CES-Professional%20Skills_GE_1.png "BC-CES-Professional Skills_GE_1")

### კურსები

 

#### ინგლისური ენის უნარები

- **ექსპერტი მასწავლებლები**: დახელოვნებულები არიან და წარმატებით ასწავლიან ტექნიკურ ინგლისურს და ინგლისურ ენას სპეციალური მიზნებისთვის.
- **ძალიან ეფექტური სწავლება****:** სწრაფი სავარჯიშოები და როლური თამაშების სცენარები, რომლებიც საქმიანობის სხვადასხვა სფეროს სპეციფიკურ ლექსიკასა და გამოთქმებზეა ორიენტირებული.
- **რეალურ დროში პროგრესის მონიტორინგი****:** სწრაფი შეფასებები და პროგრესის ანგარიშები თქვენი სწრაფი პროექტების ციკლზე მორგებულ დროში.

 

#### პროფესიონალური კომუნიკაციის უნარები

- **საქმიანობის სხვადასხვა სფეროებზე მორგებული****:** უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალები.
- **პრაქტიკული უნარების განვითარება**: განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით კრიტიკულ აზროვნებაზე, პრობლემების გადაჭრაზე, პრეზენტაციის უნარებზე და ეფექტურ თანამშრომლობაზე.
- **დაუყოვნებელი გამოხმაურება: **დაუყოვნებელი, ინდივიდუალური გამოხმაურება თქვენი თანამშრომლების კომუნიკაციის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

 

### პირისპირ | ონლაინ | მთელს მსოფლიოში

#### 🔋🔋 მზად ხართ გააძლიეროთ თქვენი გუნდის კომუნიკაციის უნარები?

დარეგისტრირდით უფასო კონსულტაციაზე. ერთად მივიღოთ დინამიური სასწავლო გადაწყვეტილება, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება თქვენს სწრაფ პროექტებთან. გადადგით ნაბიჯი გლობალური წარმატებისკენ დღესვე.

**გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ეს ფორმა განკუთვნილია მხოლოდ კორპორაციული შეთავაზებით დაინტერესებული პირებისთვის**

“ამ ორგანიზაციის ექსპერტიზა და კომპეტენციები ინგლისური ენის სწავლებისა და შემდგომი უნარების განვითარების სფეროში, ჩვენი შეფასებით, უნიკალურია რუმინეთის სპეციალიზებულ ბაზარზე.”  
**მარკო შულცი, გენერალური მენეჯერი, BMW რუმინეთი**

“ვაფასებთ, რომ ბრიტანეთის საბჭო სწრაფად პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს და გაკვეთილებსა და სასწავლო რესურსებს პროფესიონალურად უხამებს Astra-ს საჭიროებებს. მასწავლებლებმა შეძლეს ყველა სტუდენტის ჩართვა ღია და ინტერაქტიული გარემოს შექმნით.”   
**ლილიანა დეგერატუ, HR მენეჯერი, Astra Asigurari (Astra დაზღვევა)**

“ინგლისურს 5 წელია ვსწავლობ, და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვიგებ გამოთქმებს, საუბრისას თავდაჯერება მაკლია. კურსი ძალიან დამეხმარა ენობრივი ბარიერის გადალახვაში და საუბრისას მეტი თავისუფლება შემძინა.”

**მატილდა, სტუდენტი, Santander ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტიდან.**

![BC-CES-Professional Skills_GE_2](https://corporatesuccess.britishcouncil.org/hs-fs/hubfs/BC-CES-Professional%20Skills_GE_2.png?width=1706&height=960&name=BC-CES-Professional%20Skills_GE_2.png "BC-CES-Professional Skills_GE_2")

**